|
2018-12-16 14:55:14, 1099 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - მინდა ყველა მოქალაქეს მივულოცო, დღეს ჩვენს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი დადებს ფიცს
„ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ინაუგურაცია არის განსაკუთრებული დღე, მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო, დღეს ჩვენს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი დადებს ფიცს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თელავში, პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის დაწყებამდე ჟურნალისტებთან გააკეთა. მთავრობის მეთაურის თქმით, პრეზიდენტის ინაუგურაცია ისტორიული მოვლენაა იმ თვალსაზრისითაც, რომ ახალი კონსტიტუცია შედის ძალაში. „ჩვენ გადავდივართ სრულფასოვან საპარლამენტო რესპუბლიკაზე, საპარლამენტო დემოკრატიაზე, რომელიც არის კიდევ ერთი პრინციპული ნაბიჯი იმისთვის, რომ დავუბრუნდეთ ჩვენს ევროპულ ოჯახს და ევროპულ ფასეულობებს. ჩვენი მოლოდინი გახლავთ ის, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო წარმატებული ვიყოთ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. მსურს ყველას მივულოცო დღევანდელი დღე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)