22:53 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-15 18:42:10, 1136 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ლიეტუვის სეიმის სპიკერი ვიქტორას პრანკიეტისი ეწვია

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად მაღალი რანგის სტუმრებმა ჩამოსვლა დაიწყეს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ საქართველოს ლიეტუვის სეიმის სპიკერი ვიქტორას პრანკიეტისი ეწვია. ლიეტუველ სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მა​ხარობლიშვილი დახვდა, რა დროსაც გაიმართა მათი ხანმოკლე საუბარი. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ლიეტუვის სეიმის სპიკერს ინაუგურაციაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოსვლისთვის. მხარეებმა მოკლედ მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები და გამოხატეს მზადყოფნა შემდგომი თანამშრომლობისთვის.

ლიეტუვის სეიმის სპიკერი თელავში ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.

ვიქტორას პრანკიეტისი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აქტიური მხარდამჭერია. სწორედ მისი სპიკერობის პერიოდში გახდა ლიეტუვა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომლის პარლამენტმაც მიიღო ოთხოზორია-ტატუნაშვილის რეზოლუცია. აღსანიშნავია, რომ ვიქტორას პრანკიეტისის თაოსნობით ლიეტუვამ მიიღო დადგენილება, ლიეტუვურ ენაში ოფიციალურად დამკვიდრებულიყო საქართველოს აუთენტურ დასახელებაზე დაფუძნებული სახელწოდება. ამრიგად, ლიეტუვა გახდა პირველი სახელმწიფო, რომელიც საქართველოს  ქართულ ენაში დამკვიდრებულ სახელწოდებას უწოდებს.

ქ. თელავში საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics