|
2018-12-14 15:01:17, 1520 ნახვა
პოლიტიკა
ბიუჯეტის კანონპროექტის თანმდევი კანონპროექტები პლენარულ სხდომაზე განიხილეს
პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით განიხილა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის თანმდევი კანონპროექტები. მათ შორის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტი. კანონპროექტით ახლებურად ყალლიბდება მუნიციპალიტეტების კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების წესი. მომხსენებლის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის თქმით, მეორე მოსმენის შემდეგ კანონპროექტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის რეკომენდაციით მცირე რედაქციული ხასიათიც ცვლილებები განხორციელდა. მეორე მოსმენის შემდეგ ცვლილებები არ შესულა „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" ცვლილების შეტანის შესახებ" და „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტებში. მეორე მოსმენით განხილეს პარლამენტის წევრის, რევაზ არველაძის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი კანონპროექტი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", რომლის თანახმადაც ჩნდება და განისაზღვრება ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის სტატუსი, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროენერგიის შესყიდვას და მიწოდებას პირდაპირი მომხმარებლებისთვის. ამის შემდეგ პარლამენტმა მოისმინა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2017 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 1 სექტემბრამდე გაწეული მუშაობის ანგარიში, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა გააცნო კოლეგებს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წლიური ანგარიში (2017 წლის 1 სექტემბერი - 2018 წლის 1 სექტემბერი) კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ წარმოადგინა. მომხსენებლებმა უპასუხეს კოლეგების შეკითხვებს და მოისმინეს მათი შეფასებები გაწეული საქმიანობის თაობაზე. პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე კენჭი უყარა სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილ კანდიდატურებს და 79 ხმით, ერთხმად, მხარი დაუჭირა გიორგი მუხიგულიშვილის კანდიდატურას. დეპუტატებმა კენჭისყრით დაუჭირეს მხარი განხილულ საკითხებს და ცნობად მიიღეს კომიტეტების მიერ წარმოდგენილი წლიური საქმიანობის ანგარიშები.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)