20:13 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-14 14:59:38, 951 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ყალიბდება სამთავრობო საბჭო, რომელიც დაკავებული იქნება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით

„ყალიბდება ახალი საბჭო, სამთავრობო საბჭო, რომელიც დაკავებული იქნება სწორედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით და ეს იქნება ის მოდელი, რომელიც ყველაზე მეტად არის თავსებადი საპარლამენტო მმართველობის ფორმასთან",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ  საპარლამენტო სისტემაში უშიშროების საბჭო, არსებული სახით, იყო ნონსენსი და არ იყო თავსებადი სისტემასთან.

„აქედან გამომდინარე ჩვენ იმთავითვე განვაცხადეთ, რომ საჭირო იყო გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები ხელისუფლების სისტემაში. ამას ემსახურება ის კანონპროექტი, რომელიც არის, როგორც ვიცი, უკვე ინიცირებული საქართველოს მთავრობის მხრიდან. ყალიბდება ახალი საბჭო, სამთავრობო საბჭო, რომელიც დაკავებული იქნება სწორედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით და ეს იქნება ის მოდელი, რომელიც ყველაზე მეტად არის თავსებადი საპარლამენტო მმართველობის ფორმასთან. ჩვენ ავიღეთ საუკეთესო გამოცდილება, რომელიც არის დაკავშირებული საპარლამენტო მმართველობასთან და ზუსტად ამას ეფუძნება ის პროექტი, რომელიც არის წარმოდგენილი და ინიცირებული პარლამენტში",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics