21:42 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-14 12:53:18, 925 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ეროვნული არქივის დელეგაცია ფინეთს სტუმრობს

საქართველოს ეროვნული არქივის დელეგაცია ფინეთის ეროვნულ არქივს სტუმრობს. ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი ფინელ კოლეგას, ჯუსი ნოურტევას, შეხვდა, გაეცნო ფინეთის ეროვნული არქივის მუშაობას და საქართველოს შესახებ დაცული დოკუმენტების დედნებს.

ვიზიტის ფარგლებში ფინეთის არქივიდან საქართველოს ეროვნულ არქივს გადაეცა 1918-1919 წლებში ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ენკელის პირად ფონდში დაცული დოკუმენტები დამოუკიდებელ საქართველოსა და ფინეთს შორის ურთიერთობის შესახებ, ასევე ფინელ დიპლომატ ჰერმან გუმერუსის  პირად ფონდში დაცული მიმოწერა საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლოს აღიარებაზე.

დელეგაციის წევრები - საქართველოს ეროვნული არქივის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურისა და დაწესებულებების დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების განყოფილების წარმომადგენლები ფინეთის არქივის პრაქტიკას ეცნობიან და სასწავლო სემინარში მონაწილეობენ.

ფინეთისა და საქართველოს ეროვნულ არქივებს შორის არსებობს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც არქივებმა დოკუმენტების ელექტრონული ასლები დღემდეც არაერთხელ გაცვალეს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics