|
2018-12-13 12:58:32, 997 ნახვა
პოლიტიკა
ბიურომ პლენარული სხდომის დღის წესრიგი განიხილა
13 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ იმსჯელა პარლამენტის ბიურომ. წარმოდგენილ დღის წესრიგს რამდენიმე საკითხი დაემატა. მათ შორის კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათაკოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე" პირველი მოსმენით, „ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"კანონპროექტი, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურიწესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც კომიტეტებმა გუშინ განიხილეს, ასევე „საქართველოს 2018წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" გადამუშავებული ვარიანტი. დღის წესრიგს დაემატა პარლამენტის დადგენილების რამდენიმე პროექტი - „საქართველოს და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციასშორის სასესხო შეთანხმების (საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი და ალტერნატიულიენერგიის გამოყენება)" და „საქართველოს (მიმღები) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (როგორც E5P დაფინანსებული პროექტის განმახორციელებელი სააგენტო „საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება") შორის საგრანტო შეთანხმების რატიფიცირების შესახებ" პარლამენტის დადგენილების პროექტი. დღის წესრიგის განხილვის შემდეგ ბიუროს წევრებმა პლენარულ სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)