19:13 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-11 14:47:13, 1248 ნახვა

პოლიტიკა
ზოიძე: სააკაშვილი რევოლუციისკენ მოწოდებებით, მხოლოდ „მატროსოვის“ ციხეში მოხვდება

„სააკაშვილი ასეთი სიძულვილით, დამოურჩილებლობისკენ და რევოლუციისკენ მოწოდებებით, მხოლოდ მატროსოვის ციხეში მოხვდება, სადაც უკვე უნდა იყოს“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ საკაშვილის გუშინდელი განცხადებებს, სადაც სააკაშვილმა გუშინ facebook მიმართვაში თქვა, რომ ოპოზიცია არ პასიურობს, ორგანიზდება და 16 დეკემბრისთვის კარგ ფორმაში იქნება.

ზოიძის თქმით, დასანანია, რომ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო.

„ძალიან დასანანია, რომ ეს ადამიანი ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო და თავს უფლებას აძლევს, ასეთი ენით ისაუბროს. საერთოდ, რა ესაქმება უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან. ახლა, როდესაც უკრაინიდანაც გამოაძევეს, ცდილობს, რომ კვლავ დაბრუნდეს საქართველოს პოლიტიკურ პროცესში, მაგრამ ასეთი სიძულვილით, დამოურჩილებლობისკენ და რევოლუციისკენ მოწოდებებით, მხოლოდ მატროსოვის ციხეში მოხვდება, სადაც უკვე უნდა იყოს. მიხეილ სააკაშვილი მომსახურების არედან გასულია და ეს კაცი დასაჭერია. ამ ქვეყანაში დაპირისპირება, გახლეჩა, კვლავ სიძულვილი, მხოლოდ და მხოლოდ ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს და მივიღებთ დანგრეულ ქვეყანას“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics