|
2018-12-11 12:03:42, 1213 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ჩუგოშვილი - აშშ-ს ელჩს ვერავინ დაუბლოკავს, ვფიქრობ, ეს ყველამ კარგად იცის
„წარმოუდგენელია მგონია, რომ აშშ-ს, ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს, ვინმემ ელჩი დაუბლოკოს“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ჩუგოშვილი Foreign policy-ის სტატიას, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ აშშ-ის ელჩის პოსტზე ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა დაბლოკა. ჩუგოშვილის თქმით, მსგავსი ინფორმაცია პირველ რიგში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს აყენებს შეურაცხყოფას, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტიტუტია. „ეს კითხვა ძალიან სერიოზულ შეურაცხყოფას აყენებს თვითონ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტიტუტია. მგონი, მიუღებელია მსგავსი რამ. აშშ-ის ელჩს ვერ დაუბლოკავს ვერავინ ვერსად და ვფიქრობ, ეს ყველამ კარგად იცის და თვითონ აშშ-შიც იციან ძალიან კარგად. შეუძლებელია, ასეთი რამ მოხდეს. აშშ-ს გამოგზავნილი ჰყავს თავისი წარმომადგენელი საქართველოში. ზოგადად, ელჩები საქართველოს გარდა, ბევრ ქვეყანაში არ ჰყავს დანიშნული და ეს თავიანთი საქმეა, მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ აშშ-ს, ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს ვინმემ დაუბლოკოს ელჩი, წარმოუდგენელი მგონია“, – განაცხადა ჩუგოშვილმა. შეგახსენებთ, Foreign Policy-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნული, რომ საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა დაბლოკა.
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)