|
2018-12-11 11:25:10, 1338 ნახვა
პოლიტიკა
Foreign Policy - საქართველო აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურას ბლოკავს
საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა დაბლოკა, - ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Foreign Policy-ი ავრცელებს. გამოცემის ჟურნალისტები რობი გრამერი და ემი მაკინნონი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, ამის მიზეზი საქართველოს მთავრობაში რამდენიმე პირის პოზიცია გახდა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ბრინკი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილი ფიგურაა. გამოცემის ცნობით, ვაშინგტონში მოქმედმა და ყოფილმა მაღალი თანამდებობის პირებმა განუცხადეს, რომ ქართული მხარე აშშ-ის ელჩის პოსტზე დიპლომატიურ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს და ელჩს არ დაამტკიცებს. Foreign Policy-სთან აშშ-სა და საქართველოში რამდენიმე წყარომ ივარაუდა, რომ ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურის დაბლოკვის გადაწყვეტილების უკან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დგას, თუმცა, გამოცემის ცნობით, ამ ბრალდების დადასტურება Foreign Policy -მა ვერ შეძლო. შეგახსენებთ, ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურის დაბლოკვის შესახებ მედიაში ინფორმაცია რამდენიმე თვის წინაც გავრცელდა.
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)