|
2018-12-11 11:15:40, 862 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქში ახალი საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო
„თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქის ცენტრალური ქუჩების მორთვა დაიწყო. ახალი საახალწლო განათებები რუსთაველის, თამარაშვილის, ჩოლოყაშვილის გამზირებზე, ასევე, კოსტავას, ბარათაშვილისა და მელიქიშვილის ქუჩებზე დამონტაჟდება. საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „რუსთაველის გამზირზე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო. აღნიშნული ტერიტორია სრულად განახლდება - დამონტაჟდება ახალი განათებები და მგონია, რომ მოსახლეობა კმაყოფილი დარჩება. დასრულებული სამუშაოების ნახვა უკვე რამდენიმე დღეში იქნება შესაძლებელი, თუმცა ვფიქრობ, განათება საკმაოდ შთამბეჭდავი გამოვა. დედაქალაქის მოსახლეობას ვპირდებით, რომ საახალწლო განწყობას შევუქმნით“, - განაცხადა კახა კალაძემ. დღემდე, „თბილსერვის ჯგუფი“ საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების მონტაჟს თბილისის გარეუბნებში ახორციელებდა. აღნიშნულ უბნებში უკვე არსებული სანათი მოწყობილობები დამონტაჟდა, რომლებიც გასულ წელს, ცენტრალურ რაიონებში იყო განთავსებული. რუსთაველის, თამარაშვილი-ჩოლოყაშვილის გამზირებზე, ასევე, ბარათაშვილის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩებზე ფლეშ სტრინგებთან ერთად, ანგელოზის 3D, დასადგმელი, ფარდა და სხვა სახის დეკორაციები დამონტაჟდება. რაც შეეხება თავისუფლების მოედანზე არსებულ წმინდა გიორგის მონუმენტს, ის წელსაც განათებებით მოირთვება, რომელსაც ანგელოზის 2D დეკორაცია და ფლეშ სტრინგები დაემატება. სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი 6 ნოემბერს დაიწყო და დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.
(NS)
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)