21:11 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-15 12:19:33, 378 ნახვა

საზოგადოება
მე-11 კლასელებისთვის პრეტესტი 16 ივნისს, ხოლო გამოცდა 17 ივნისს ჩატარდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სმაინისტროს გადაწყვეტილებით, მე-11 კლასელების დამამთავრებელი გამოცდების პრეტესტი მთელ საქართველოში ხვალ- 16 ივნისს ჩატარდება. შესაბამისად, გამოცდები დაიწყება ზეგ, 17 ივნისს დილის 9:00 საათიდან. სკოლები იმ განრიგით იხელმძღვანელებენ, რომელიც შემუშავებული ჰქონდათ. ამასთან, უწყებაში განმარტავენ, რომ გამოცდები მხოლოდ ერთი დღით გადაიწევს, რის გამოც სარეზერვო დღის (შაბათის) გამოყენება მოხდება. 
სამინისტროს ინფორმაციით, პრეტესტი არ წარმოადგენს სავალდებულო აქტივობას და არის ნებაყოფლობითი, თუმცა ამ ფორმით ყველა მოსწავლეს საშუალება ექნება,  დამამთავრებელი გამოცდისთვის უკეთ მოემზადოს  და ტესტის აპრობაცია გაიაროს. აქვე დეტალური ინფორმაცია განრიგის შესახებ დღის დაახლოების სამ საათზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge განთავსდება.

ამასთან, სამინისტროს ცნობით, სტიქიის შედეგად შექმნილი პრობლემების გამო, მომავლის სკოლის მე-11 კლასელები პრეტესტსა და გამოცდებს თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში ჩააბარებენ. ასევე ცნობილი გახდა, რომ  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის, განსაკუთრებით კი, ბავშვებისთვის, სამინისტროს ფსიქოლოგიური ცენტრები  საგანგებო რეჟიმში,  სრული დატვირთვით იმუშავებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics