|
2018-12-08 12:29:11, 1908 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორიამ საფრანგეთის პარლამენტში შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებაზე პოლიტიკური დიალოგი გამართა
შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერება და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე რეგიონში ნატოს ჩართულობის უფრო მაღალი ხარისხი საქართველოს თავდაცვის მინისტრა საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრებზე განიხილა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეროვნულ ასამბლეაში, ეროვნული თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების კომისიის პრეზიდენტთან ჟაკ ბრიდესთან და სენატში, საგარეო საქმეთა, თავდაცვის და შეიარაღებული ძალების კომიტეტის პრეზიდენტთან კრისტიან კამბონთან პოლიტიკური დიალოგი ლევან იზორიამ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატების გაძლიერების თვალსაზრისით გამართა. „ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად გვექნება მნიშვნელოვანი დიალოგი, თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ შავი ზღვის რეგიონში ერთობლივად უსაფრთხოება და რა გავაკეთოთ მეტი იმისთვის, რომ ნატოს ჩართულობა იყოს უფრო მაღალი ჩვენი ქვეყნის და რეგიონის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთის პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ.
(NS)
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)