19:42 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-07 16:45:10, 1361 ნახვა

საზოგადოება
„გადაიხდის თანხას, მიიღებს მარკებს“, - ფინანსთა მინისტრის მოადგილე „ომეგას“ პასუხობს

 „თანხას არ იხდის კომპანია, შესაბამისად, ვერ იღებს მარკებს“, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ „ომეგა ჯგუფს“.

მისი თქმით, საწარმოს ხელოვნურ პრობლემებს არავინ უქმნის და აქციზურ მარკებს შესაბამისი თანხის გადახდის შემდეგ მიიღებენ.

„ერთი შემიძლია „ომეგასთან“ დაკავშირებით ვთქვა გადაიხადოს, რაც არის გადასახდელი, თუნდაც, მიმდინარე აქციზური მარკების ღირებულება და შესაბამისად მოხდება შესაბამისი რაოდენობის აქციზური მარკების გაცემა, რამდენჯერაც გადაიხდის, იმდენჯერ მოხდება. ხელოვნურად არ არსებობს, თანხას არ იხდის კომპანია, შესაბამისად, ვერ იღებს მარკებს. გადაიხდის თანხას, მიიღებს მარკებს, როგორც ეს მოხდა ოქტომბრის თვეში“, -  ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, „ომეგა ჯგუფი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და მის კონტრაქტორ კომპანიას „სიქფა სიქურითი სოლუშენს ჯორჯიას“ სასამართლოში უჩივის. „ომეგა ჯგუფი“ მოითხოვს, რომ შეწყდეს კომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო ქმედებები და დაუყოვნებლივ გაიცეს აქციზური მარკები, რათა საწარმომ მუშაობა გააგრძელოს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics