|
2018-12-07 16:32:43, 1497 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის მერმა გერმანიის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დედაქალაქის მერმა გერმანიის ელჩს ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო. საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებსაც შეეხო. „ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები დასაფასებელია. ასევე, მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, მუნიციპალიტეტების დონეზე. დიდი მადლობა იმ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რომელსაც გერმანიის მთავრობის მხრიდან ყოველთვის ვგრძნობთ. გვინდა, გერმანიის ქალაქების უზარმაზარი გამოცდილება გავიზიაროთ. დღეს ჩვენ ქალაქის განვითარების საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს, მათ შორის, სატრანსპორტო პოლიტიკის, გამწვანების, კულტურულ-ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობის კუთხით“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თავის მხრივ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა თბილისის მერს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. „მოხარული ვარ, რომ ერთმანეთს შევხვდით. თქვენ დედაქალაქის შესანიშნავი მერი ხართ და ძალიან წარმატებული ერთი წელი გქონდათ. თბილისი ულამაზესი ქალაქია, სადაც ბევრი შრომაა ჩადებული, მაგრამ, რასაკვირველია, პრობლემები ჯერ კიდევ რჩება. თქვენი საქმიანობის ერთი წლის ანგარიში ძალიან საინტერესო იყო. ვიცი, რომ ქალაქისთვის ბევრი რამ გააკეთეთ და კიდევ არაერთი პროექტი გაქვთ დაგეგმილი. ასე რომ, შეგიძლიათ ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)