|
2018-12-07 15:56:05, 1425 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი აშშ-ს ელჩს როს ვილსონს შეხვდა
გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში როს ვილსონს, ორგანიზაციის „Land O’Lakes International Development’’ (Land O’Lakes) და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მესაქონლეობის განვითარების ხელშეწყობის ახალი პროექტის „Food for Progress“ დაწყების საკითხებზე იმსჯელეს და პროექტის მნიშვნელობა შეაფასეს. აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) ახალ პროექტს საქართველოში ორგანიზაციის „Land O’Lakes International Development“ (Land O’Lakes) დახმარებით განახორციელებს. პროექტის ხანგრძლივობა 5 წელია, რომლის ბიუჯეტსაც 17 მლნ აშშ დოლარი შეადგენს. შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა აგრარულ დარგში მიღწეული წარმატებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ყურადღება მესაქონლეობის სექტორის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა და ელჩს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. „დღეს მოხდა ახალი პროექტის „Food for Progress“ ინიცირება, რაც გულისხმობს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობას. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ჩართული იქნებიან ორგანიზაცია „Land O’Lakes International Development’’ (Land O’Lakes), რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მესაქონლეობის და მერძევეობის სექტორში წამყვან ორგანიზაციას წარმოადგენს, ასევე მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს განვითარებას“, - განაცხადა როს ვილსონმა. ახალი პროექტი ითვალისწინებს მესაქონლეობისა და მერძევეობის დარგის განვითარების მხარდაჭერას პროდუქტიულობის გაზრდის, ხარისხის გაუმჯობესებისა და ფერმის მართვის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის, ასევე სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მოდელების შემუშავების ხელშეწყობის გზით. მესაქონლეობის დარგში კონკურენტული უპირატესობის მიღწევისთვის, პროექტის ფარგლებში განხორციელდება ინოვაციების დანერგვის, მომსახურებაზე ორიენტირებული მარკეტინგის განვითარებისა და აღნიშნულ პროცესში საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობის მხარდაჭერა. პროექტის ბენეფიციარები იქნებიან საშუალო და მსხვილი ფერმერები და მეწარმეები მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროექტი განხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, აგრეთვე სხვადასხვა კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით.
(NS)
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)