|
2018-12-06 16:34:43, 1275 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორია: რეორგანიზაცია რუსეთთან ომის დროს მიღებული გამოცდილებით იყო განპირობებული
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2018 წლის ანგარიშის წარდგენისას სტრუქტურაში განხორციელებულ რეორგანიზაციაზეც გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის მინისტრის თქმით, რეორგანიზაცია რუსეთთან ომის შედეგად მიღებული გამოცდილებით იყო განპირობებული. იმისთვის, რომ შეიარაღებული ძალები, როგორც ორგანიზაციული, ისე, საბრძოლო შესაძლებლობების თვალსაზრისით, ქვეყნის წინ მდგარი საფრთხეების ადეკვატური იყოს. „როდესაც საბრძოლო შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ, მხედველობაში მაქვს მეტი მობილურობა ჩვენი რელიეფის გათვალისწინებით, მეტი ავტონომიურობა ცალკეული დანაყოფებისთვის და მხედველობაში მაქვს, სწორედ, ცენტრალიზებული მართვის პირობებში დეცენტრალიზაციის მაღალი ხარისხი და ამოცანის მართვის კულტურა. ეს რიგ შემთხვევებში, ცალკეული სიტუაციებიდან გამომდინარე ნიშნავს, რომ ცალკეული დანაყოფის მეთაურს გადაწყვეტილებისა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების შესაძლებლობა ჰქონდეს; აქედან გამომდინარე, სწორედ, ასეთ ორგანიზაციულ ფილოსოფიას ვნერგავთ ჩვენს შეიარაღებულ ძალებში. თუმცა სათანადო საბრძოლო შესაძლებლობებთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ, ასევე ორგანიზაციულ ასპექტს და სამხედრო ტექნიკის სტანდარტიზაციას, რაც შემდეგს გულისხმობს: როგორც საბრძოლო (იქნება ეს ქვეითი, მექანიზირებული, თუ სატანკო ქვედანაყოფები), ისე საბრძოლო მხარდაჭერის ელემენტები (იქნება ეს ანტისაჰაერო, ანტისატანკო, სამხედრო პოლიცია, კავშირგაბმულობა თუ სხვა), თითოეულ დანაყოფში, თითოეულ ბატალიონში თანაბრად წარმოდგენილი იყოს. მოხდეს სტანდარტიზაცია. ამ მიმართულებების ფარგლებში ტექნიკაც თანაბრად განაწილებული იყოს. ანუ ყველას ჰქონდეს მექანიზირებული ელემენტი, ყველას ჰქონდეს თანაბარი ანტისაჰაერო ტაქტიკური შესაძლებლობები, ანტისატანკო შესაძლებლობები და ამით აქცენტი გავაკეთოთ სწორედ მცირე ქვედანაყოფების ტაქტიკაზე. საბრძოლო მოქმედებების ფილოსოფია იქნება სწორედ ის, რომ მტერს მიაყენო მყისიერი დარტყმა და შემდეგ გაარიდო თავი. იმისთვის, რომ ეს დარტყმა იყოს ეფექტური, როგორც ორგანიზაციული თვალსაზრისით, ისე შეიარაღების კუთხით, ისინი უნდა იყვნენ სტანდარტიზებული ყველა ქვედანაყოფისთვის, რათა ყველა ქვედანაყოფს, განსაკუთრებით ბატალიონებს, ასეულებს ადგილზე ტექნიკური, მათ შორის გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ. იმისთვის რომ მათ სიტუაციის შეფასების და ანალიზის საფუძველზე რაც შეიძლება ოპერატიული გადაწყვეტილება მიიღონ. სწორედ ამას ეფუძნება ჩვენი ეროვნული თავდაცვის გეგმაც და სწორედ ამ ოპერატიული მოთხოვნილებებიდან გამომდინარე ჩვენ ვქმნით სწორედ შეიარაღებული ძალების ისეთ სტრუქტურას, სადაც ბრიგადებში, სწორედ მცირე ზომის ქვედანაყოფებზე, მათ საბრძოლო შესაძლებლობებზე და თანაბარ სტანდარტიზაციაზე გაკეთდება აქცენტები“ - აღნიშნა ლევან იზორიამ.
(NS)
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)