|
2018-12-05 18:22:25, 1777 ნახვა
პოლიტიკა
ატოცში რუსი სამხედროები გამოჩნდნენ
დღეს დილით სოფელ ატოცში რუსი სამხედრიები გამოჩნდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ანტისაოკუპაციო მოძრაობაზე "ძალა ერთობაშია" დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, ოკუპანტები სოფელში საინჟინრო მანქანით მივიდნენ. სავარაუდოდ ისინი რამდენიმე დღის წინ დაწყებული ბორდერიზაციის გაგრძელებას გეგმავენ. დავით ქაცარავა და ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრები ატოცში 7 ნოემბრის შემდეგ მორიგეობენ, რათა ოკუპანტების მიერ დაწყებული ბორდერიზაცია არ განახლდეს. „გვესვრით შეუიარაღებელ ხალხს? მე არ ვიცი, თქვენ ოსები ხართ თუ რუსები. თუ ოსები ხართ გეტყვით, რომ ეს ჩვენიო ტერიტორიაა და რუსები თქვენ გიყენებენ - ვფიქრობ ეს თქვენ კარგად იცით. თუ რუსები ხართ უბრალოდ გეტყვით,რომ თქვენ ოკუპანტები ხართ და თავადაც იცით, რომ ჩვენს მიწაზე, ქართულ მიწაზე იმყოფებით, აქ ახლა ექვსი შვიდი ადამიანი ვართ, მაგრამ, ვიქნებით უფრო მეტიც და თქვენ ყველა ჩვენგანის მოკვლა მოგიწევთ კამერების წინაშე. თქვენ მოგიწევთ ესროლოთ ადამიანებს, რომლებიც თავის მიწას თქვენგან იცავენ. ჩვენ აქედან არსად წავალთ“, - მიმართა ქაცარავამ საოკუპაციო ზოლთან მისულ სამხედროებს.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)