|
2018-12-04 15:08:09, 1430 ნახვა
პოლიტიკა
აბაშიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების შემცირებაზე: ეს ინსტიტუტის დასუსტებაა
საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების შემცირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ამ ინსტიტუტის დასუსტებას ცდილობს. როგორც აბაშიშვილმა განმარტა, ამის ნათელი მაგალითი უშიშროების საბჭოს გაუქმება იყო. „მთელი ამ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიზანმიმართული დასუსტება, ამის კულმინაცია იყო სწორედ, ბოლოს უშიშროების საბჭოს გაუქმება და პრეზიდენტის ადმინისტრაციის გაქრობა საქართველოს კონსტიტუციიდან. ახლაც დევს კანონის პროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პარლამენტიდან შემოსული, სადაც პრეზიდენტს დამოუკიდებლად აღარ შეუძლია სახელმწიფო ჯილდო მიანიჭოს პირს, მან ამის შესახებ აუცილებლად უნდა ჰკითხოს პარლამენტს და მთავრობას. ეს პროცესი შეუქცევადად გრძელდებოდა და ახლაც ეს ინიციატივაც კიდევ ერთხელ არის დასუსტება პრეზიდენტის ინსტიტუტის. ვის შეუძლია იმსჯელოს პრეზიდენტის უფლებამოსილებიდან გამომდინარე დაფინანსების რაოდენობაზე გარდა იმისა, ვინც ამას ახორციელებს. არავის ეს ჩვენთვის არ უკითხავს და ამის საკითხზე მსჯელობენ ის ადამიანები, რომლებსაც არანაირი შემხებლობა პრეზიდენტის ინსტიტუტთან არ ჰქონდა“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. რაც შეეხება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გაუქმებას, აბაშიშვილის თქმით, ეს მეხუთე პრეზიდენტისთვის დიდი პრობლემა იქნება, რადგან მისივე მტკიცები, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სოციალური და საგანმანათლებლო პროექტები ხორციელდებოდა. „სარეზერვო ფონდიდან მხოლოდ მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს 400-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა, რომელიც შეეხებოდა დემოკრატიის ხელშეწყობას, სამოქალაქო ინსტიტუტების გაძლიერებას, სახელმწიფო ინსტიტუტების დაცულობას, კვალიფიკაციის ამაღლებას სახელმწიფო მოხელეების, სოფლებში ყოფითი პირობების გაუმჯობესებას, სოფლის ბიბლიოთეკების დაფინანსებას. მათ შორის მთელი რიგი სოციალური პროექტების დაფინანსებას. ამ ინიციატივებს პრეზიდენტი მარგველაშვილი ახორციელებდა სწორედ პრეზიდენტის ფონდიდან და ახლა სრულიად გაურკვეველია შემდგომი პრეზიდენტი როგორ განახორციელებს მსგავსი ტიპის ინიციატივებს", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)