|
2018-12-03 15:45:33, 2932 ნახვა
მსოფლიო
ქერჩის სრუტეში დაკავებულ უკრაინელ სამხედროებს ბრალი რუსეთის საზღვრის უკანონო გადალახვის მუხლით წაუყენეს
ქერჩის სრუტეში დაკავებულ უკრაინის სამხედროებსა და უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს ბრალი რუსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადალახვის მუხლით წაუყენეს, - ამის შესახებ Tass იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ერთ-რთი ბრალდებულის ადვოკატმა ნიკოლაი პოლოზოვმა გააკეთა. მისივე თქმით, ის თავის დაცვის ქვეშ მყოფს ჯერჯერობით არ შეხვედრია. მანვე დასძინა, რომ ყველა დაკავებულს ბრალი ერთი მუხლით ედება. შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავდნენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვის მტკიცებით კი, უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერებს - „ბერდიანსკსა" და „ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)