|
2018-12-03 12:59:25, 1278 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე წინასაარჩევნო კამპანიაზე: დედის გინება ისმოდა პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში
„ჩვენთვის მთავარია საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება - ამ შეფასების თანახმად, არის უზრუნველყოფილი ამ არჩევნების სათანადო ლეგიტიმაცია. ეს არის ის სურათი, რომელიც იყო ჩვენს ქვეყანაში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის პირადი ინიციატივის - ევროპული სტილის კამპანიის დაწყების პასუხი იყო აგრესია და სიძულვილი. „ჩვენ არავის არ მოგვეწონა არჩევნები, როგორც ის წარიმართა, გამომდინარე იქიდან, რომ გაჯერებული იყო ეს არჩევნები სიძულვილით, აგრესიით. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ დავიწყეთ ევროპული სტილის კამპანია, ეს იყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის პირადი ინიციატივა, თუმცა ამის საპასუხოდ ჩვენ მივიღეთ აგრესია, სიძულვილი, გინება. დედის გინება ისმოდა „რუსთავი2“-ის ეთერში, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში. ასეთ რეჟიმში წარმართული არჩევნები, ბუნებრივია, ხელს არ უწყობს საქართველოში პოლიტიკური კულტურის განვითარებას. თუმცა, ეს არის იმ ადამიანების არჩევანი, რომლებიც დღეს წარმოადგენენ „ნაც. მოძრაობას“, მათ შორის, „რუსთავი2“-ს. საუბარია სააკაშვილზე, გვარამიაზე, ვაშაძეზე და შკლიაროვზე. ეს არის მათი არჩევანი. ჩვენი არჩევანი არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის განვითარება“,- განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)