|
2018-12-01 15:26:43, 3034 ნახვა
მსოფლიო
ბარაკ ობამა - მადლობლები ვართ ჯორჯ უოკერ ბუშის ცხოვრებისთვის
აშშ-ს 41-ე პრეზიდენტის ჯორჯ ბუში უფროსის გარდაცვალებას 44-ე პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოეხმაურა. „ამერიკამ დაკარგა პატრიოტი და თავმდაბალი მსახური, ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში. ჩვენი გულები დამძიმებულია, თუმცა ასევე მადლიერებით არის სავსე. არა მხოლოდ იმ პერიოდისთვის, როდესაც ის პრეზიდენტის რანგში ქვეყანას მართავდა, არამედ მთელი მისი ცხოვრებისთვის, რომლის ფარგლებშიც ის ქვეყანას ემსახურებოდა. ყველანი ბუშების ოჯახის გვერდით ვდგავართ, რადგან ჯორჯისა და მისი მეუღლის, ბარბარას მაგალითით ვართ შთაგნებულნი“, – აღნიშნავს ბარაკ ობამა. ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში აშშ-ის პრეზიდენტის პოსტს 1989-1993 წლებში იკავებდა. იგი რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო. მანამდე, 1971-1973 წლებში, იგი გაერო-ში აშშ-ის ელჩი იყო. უფრო ადრე, 1976-1977 წლებში ჯორჯ ბუში ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელობდა, რონალდ რეიგანის ადმინისტრაციაში კი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)