10:23 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-30 18:26:30, 1558 ნახვა

სამართალი
შსს-ს ინიციატივით ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირებისთვის სასჯელი გამკაცრდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი - ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების წინააღმდეგ საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით, დაამტკიცა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყბიდან აცნობეს, ახალი კანონი ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირებისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.

„ კერძოდ, ოჯახში ძალადობის პირველივე შემთხვევა დაისჯება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. პირის მიერ წარსულში ოჯახური დანაშაულის ან/და ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი გათვალისწინებული იქნება, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება. ასევე, გენდერის ნიშნით დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელი გარემოება გახდა და სანქცია იქნება უფრო მკაცრი.

გარდა ამისა, პირს შემაკავებელი ან დამცავი ორდერებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის პირველივე შემთხვევისას, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანში მდებარე სამიზნეებზე დარტყმების ახალი სერია დაასრულეს
აფეთქებები ირანის შვიდ ქალაქში და სამ კუნძულზე დაფიქსირდა
ტრამპმა მხარი დაუჭირა ლინდსი გრემის კანონპროექტს, რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთურ“ სანქციებზე
უკრაინამ ბაშკორტოსტანში ბოლო მსხვილი ბენზინის მწარმოებელს და ყუბანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics