|
2018-11-30 14:29:48, 1281 ნახვა
პოლიტიკა
ზახაროვა: რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა საქართველოს ყველაზე დიდი შეცდომაა - ჩვენი პოზიცია არ შეიცვლება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა მიიჩნევს, რომ თბილისის გადაწყვეტილება მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, საქართველოს ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა იყო. "ჩვენი პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში კარგად ცნობილია. რუსეთი არ იყო დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატორი. ეს საქართველოს ხელისუფლების მიერ დაშვებული უდიდესი შეცდომა იყო. ამ გადაწყვეტილების გამო ჩვენი ქვეყნების ხალხი იტანჯება. ადამიანებს შორის ურთიერთობები გრძელდება, თუმცა დიპლომატიური ურთიერთობების არ ქონის გამო ეს კავშირი გართულებულია", - განაცხადა მარია ზახაროვამ. მანამდე საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს კრემლიც გამოეხმაურა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შესახებ ინფორმირებულია, თუმცა რუსეთთან ურთიერთობების განვითარების შესაძლო პერსპექტივაზე თბილისის პოზიციის გაჟღერებას ელოდება. აღსანიშნავია, რომ რუსმა სენატორებმა არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება დადებითად შეაფასეს. მაგალითად რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელის კონსტანტინ კოსაჩოვის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება, რომელიც მმართველი გუნდის მიერ არის მხარდაჭერილი, ქვეყნისთვის პირველ რიგში სტაბილურობას ნიშნავს. მისივე შეფასებით, პოლიტიკაში ისეთი ხისტი ადამიანის ყოფნა, როგორც ზურაბიშვილია, სააკაშვილს დაბრუნებაში ხელს შეუშლის. გარდა ამისა, კოსაჩოვი იმედოვნებს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემდეგ ოფიციალურ თბილისსა და მოსკოვს შორის დიალოგი აღდგება. შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. საარჩევნო უბნების 100%-ის მონაცემებით, მან ამომრჩეველთა ხმების 59.52% მიიღო.
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)