|
2018-11-29 18:55:23, 1153 ნახვა
პოლიტიკა
„რა საგანიც არ უნდა შეიტანონ სასახლეში, ის პრეზიდენტი არ იქნება“ - ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს
გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს არ აღიარებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგგოლ ვაშაძემ განაცხადა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშნვას ითხოვს. „ჩვენ ამ არჩევნებს არ ვაღიარებთ და მის შედეგებს არ ვცნობთ. საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს. პრეზიდენტი ჰყავს ბიძინა ივანიშვილს და რა უსულო საგანიც არ უნდა შეიტანოს პრეზიდენტის სასახლეში, სადაც იტყვიან, რომ პრეზიდენტის სასახლე არის, ის ჩვენი პრეზიდენტი არ იქნება და ჩვენ ამ უსულო საგნის მიმართ არავითარი პოლიტიკური და მორალური ვალდებულებები არ გვაქვს... გაერთიანებული ოპოზიცია მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, მოვითხოვთ, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს პროპორციული ან პროპორციულ-რეგიონალური პრინციპით. მოვითხოვთ, რომ საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდეს არასამთავრობო ორგანიზაციების და საზღვარგარეთელი ექსპერტების მიერ. მოვითხოვთ, რომ ქურდული ოცნების მიერ გაგონებული იქნეს ხალხის ხმა,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)