|
2018-11-28 18:12:20, 1176 ნახვა
პოლიტიკა
17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 47.31% შეადგინა
ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 47.31% (1 662 453 ამომრჩეველი) შეადგინა. ანა მიქელაძის თქმით, ამომრჩეველთა 17:00 საათიანი აქტივობის მონაცემი რომ შევადაროთ პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურის მონაცემს, პირველ ტურზე აქტივობამ შეადგინა 38.16% (1 337 284 ამომრჩეველი). ამასთან, ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა ქედაში (58%), ხოლო ყველაზე დაბალი წალკაში (37%) დაფიქსირდა. ცნობისთვის, არჩევნების მეორე ტურში პრეზიდენტობისთვის 2 კანდიდატი იბრძვის, რომლებმაც პირველ ტურში ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. ესენი არიან გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაში“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები დღეს პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევენ, რადგან ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები შედის. ცვლილებების მიხედვით კი, არჩევა ამიერიდან არაპირდაპირი წესით მოხდება. არჩევნებს აკვირდება საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 500-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს აშუქებს 2 300-მდე ჟურნალისტი. ამასთან, დღეს 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი - 2 51 00 51 და ონლაინ ჩათი.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)