|
2018-11-28 16:04:05, 1068 ნახვა
პოლიტიკა
დავით ჯანდიერი: კენჭისყრის დღე ტოტალური დარღვევების ფონზე მიმდინარეობს
გაერთიანებული ოპოზიციის - "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი წევრი, დავით ჯანდიერი იმ დარღვევებზე საუბრობს, რომელიც ამ დროის მონაცემებით ფიქსირდება საარჩევნო უბნებზე. ჯანდიერი „ცესკოს“ და სამართალდამცველებს ორგანოებს მიმართავს, რომ აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირება მოახდინონ. „კენჭისყრის დღე მიმდინარეობს ტოტალური გაყალბების, დარღვევის ფონზე და მოკლედ ჩამოვთვლი ამ დარღვევებს. 1. მასიურად აქვს ადგილი ხმის მიცემის ფარულობის დაღვევას, კერძოდ, ამომრჩევლებს აიძულებენ გახსნილი ბიულეტენით გამოვიდნენ კენჭისყრის კაბინიდან. რიგ შემთხვევებში, ამომრჩევლები ხმას საჯაროდ აძლევენ მესამე პირების თვალწინ, რითაც ირღვევა ხმის მიცემის ფარულობა, 2 გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმის მიცემისას კომისიის წევრების მოქმედებები მასიურად ატარებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, კერძოდ ისინი პირდაპირ მიუთითებენ, რომელი ნომერი უნდა იყოს შემოხაზული, თვითონ კეცავენ ბიულეტენს და ათავსებენ ყუთში, 3. არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მარკირებული ადამიანი საარჩევნო უბანზე ხელმეორედ იქნა დაშვებული და ხელმეორედ მისცეს ხმის მიცემის შესაძლებლობა. 4. აღინიშნება იმის ტენდენცია, რომ გადასატან ყუთზე რეგისტრირებული ამომრჩევლები კვლავ მიდიან უბანზე და განმეორებით აძლევენ ხმას, უმრავლეს შემთხვევაში, ისინი დაბრკოლების გარეშე ხვდებიან საარჩევნო უბანზე 5. მასიურად აქვს ადგილი ფულის გადაცემის ფაქტებს, რაც ამომრჩევლის მოსყიდვას წარმოადგენს და ამ ფაქტებს ადგილი აქვს უშუალოდ კენჭისყრის შენობის მიმდებარედ. 6. იმისათვის რომ ამ დარღვევებზე შემდგომში შესაბამისი რეაგირება არ მოხდეს, იმისათვის, ადგილი აქვს შემდეგ ტენდენციას - ჩვენი წარმომადგენლები ბუნებრივია რეაგირებენ აღნიშნულ სამართალდარღვევებზე თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და გავრცელებული დარღვევაა აქტიური დამკვირვებლების კომისიის წევრების მიერ გაძევება. ეს ტენდენცია აღინიშნება ყველა მათ შორის ნეიტრალურ დამკვირვებლებთან მიმართებაში", - განაცხადა ჯანდიერმა.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)