|
2018-11-28 14:45:48, 1118 ნახვა
პოლიტიკა
ივანე მაჭავარიანი: ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას
მე მგონი, ძნელი მისახვედრი არ არის, ვის მივცემდი ხმას. მიმაჩნია, რომ მთავარი ამ არჩევნებზე, ეს არის პირველი რიგში, სიმშვიდე და სტაბილურობა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი ჩუღურეთის ოლქის N1 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. მან წინასაარჩევნო გარემოზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში ჩაივლის. „წინასაარჩევნო გარემო, რასაკვირველია, რიტორიკით ანომალიური, საკმაოდ მძიმე მოსასმენი და სანახავი იყო. თუმცა, ვფიქრობ, სამართლებრივად კანონის ფარგლებში იყო ყველაფერი. ამ ეტაპზე, კანონი მგონი არ დარღვეულა არცერთი მხრიდან, მასშტაბურად ვგულისხმობ. დარწმუნებული ვარ, არჩევნები დღესაც მშვიდად ჩაივლის", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
(NS)
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)