|
2018-11-28 11:12:47, 3180 ნახვა
მსოფლიო
ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გამო, ტრამპმა შესაძლოა პუტინთან შეხვედრა ჩაშალოს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გამო, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აღარ შეხვდეს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა The Washington Post-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მხარეების შეხვედრა G20 სამიტის ფარგლებში ბუენოს აირესშია დაგეგმილი. "შესაძლოა არ შევხვდე. არ მომწონს ის რაც ხდება, არ მომწონს აგრესია. იმედი მაქვს, ყველაფერი გამოსწორდება", - განაცხადა ტრამპმა. შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავდნენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვის მტკიცებით კი, უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერებს - „ბერდიანსკსა" და „ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)