|
2018-11-28 09:03:11, 891 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე: ხმა მივეცი ცვლილებებს, რადგან საზოგადოებას სჭირდება ცვლილებები
„ხმა მივეცი ცვლილებებს, იმიტომ, რომ არჩევნების პირველ ტურში ჩვენმა საზოგადოებამ ნათლად აჩვენა, რომ ქვეყანას სჭირდება ცვლილებები“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბარქაძემ #27-ე საარჩევნო უბანზე განაცხადა, სდადაც მან საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ამასთან, დავით ბაქრაძემ არჩევნებზე მოსახლეობის აქტიურობის აუცილებლობაზე ისაუბრა. „ხმა მივეცი, პირველ რიგში, ცვლილებებს იმიტომ, რომ არჩევნების პირველ ტურში ჩვენმა საზოგადოებამ ნათლად აჩვენა, რომ ქვეყანას სჭირდება ცვლილებები, ხალხს სჭირდება ცვლილებები. საზოგადოებას აღარ უნდა დღევანდელი ცხოვრება, როდესაც გარშემო არის უამრავი პრობლემა და არ არსებობს ამ პრობლემის მომგვარებელი. ამიტომ პირველი ტურის მთავარი შედეგი და დასკვნა გახლაავთ ის, რომ საზოგადოება და ქვეყანა არჩევნებიდან ელოდება ცვლილებებს, ელოდება წინსვლას, ელოდება უკეთესობას. ამიტომ ჩვენი ამოცანაა არჩევნების მეორე ტურში ბოლომდე მივიყვანოთ საზოგადოების ეს განწყობა და სწორედ აქედან გამომდინარეობდა ჩემი არჩევანიც, მხარი დავუჭირე ცვლილებებს, მხარი დავუჭირე ქვეყნის წინსვლას, ჩვენი ხალხის და ჩვენი საზოგადოების უკეთეს მომავალს. მე დარწმუნებული ვარ, რომ რომ ბევრი ადამიანი მოვა, ბევრი ადამიანი გააკეთებს არჩევანს თუ როგორი უნდა იყოს მათი, ჩვენი, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის რეგიონში კიდევ ერთ ლოჯისტიკურ ცენტრს შეუტიეს
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ჯანდაცვის სამინისტრო: C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი საქართველოში 99%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)