|
2018-11-27 19:19:59, 1307 ნახვა
საზოგადოება
„ჯანსაღ ცხოვრებას ალტერნატივა არ აქვს“ - მოხატე „კლასობანა“
საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტის, ფიზიკური აქტივობის საკომუნიკაციო პროგრამის ფარგლებში, მოზარდების გააქტიურების მიზნით, თბილისის ქუჩებს კიდევ ერთი კლასობანა შეემატა. სლოგანის „ჯანსაღ ცხოვრებას ალტერნატივა არ აქვს!“ თანხლებით, კლასობანას ფერადი უჯრები ვაკის პარკში, მედიათეკის წინ, ასფალტზე მოიხატა. აქციის ორგანიზატორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანმრთელობის ხელშეწყობის და განათლების ფონდი“ მიიჩნევს, რომ ეს ზღვაში წვეთია იმ აუცილებლობასთან შედარებით, რაც სახელმწიფომ მოზარდების და ზოგადად მომავალი თაობის სწორად განვითარებისთვის უნდა გააკეთოს. „შექმნა ჯანსაღი გარემო და ბავშვებს ფიზიკური აქტივობისკენ უბიძგო, ძნელია თანამედროვე, ტექნოლოგიების საუკუნეში, მთელ მსოფლიოში და არამხოლოდ საქართველოში. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში და განსაკუთრებით თბილისში ეს კიდევ უფრო რთულია, რადგან ქალაქი ბეტონს მიაქვს. ერთმანეთთან მიჯრით ჩადგმული მაღალი კორპუსები, დახურული ან ღია, ხშირ შემთხვევაში თვითნებური ავტომობილების პარკინგები და სრულიად დაბეტონებული ზედაპირი, ფაქტობრივად ფანტაზიის საშუალებასაც არ ტოვებს, რომ მოზარდისთვის გარემო უფრო მიმზიდველი გახადო, ვიდრე სახლი, სკოლა და ზოგადად დახურული სივრცე. ამიტომაც მოვიფიქრეთ, უფროსი თაობის ბავშვობის დროინდელი საყვარელი სათამაშო „კლასობანა“ გაგვეხსენებინა და შეგვეყვარებინა მოზარდებისთვის. ჩვენი მიზანი ბავშვების გააქტიურებასთან ერთად ერთგვარი მაგალითის შექმნის მცდელობაც არის, გვინდა სხვებმაც გადაიღონ ჩვენგან და ქუჩებში ბევრი ფერადი სათამაშო რგოლი მოიხატოს. იქნებ ასე შევძლოთ და „კლასობანათი შევავიწროვოთ ავტომობილების პარკინგით შევიწროებული ქუჩები.“ ორიოდე კვირაში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კურატორობის ქვეშ მყოფი ეს სახელმწიფო პროექტიც დასრულდება. არ ვიცით როდის ამოქმედდება ახალი პროგრამა, ნარკოტიკების პოპულარიზაციის ეპოქაში კი საშურია მომავალი თაობისთვის მდგრადი და ალტერნატიული გარემო შეიქმნას, რომელიც ბავშვებს არა ხელოვნური სტიმულიზატორებით თრობისკენ, არამედ ჯანსაღი ცხოვრებისკენ უბიძგებს“, - განაცხადა „ჯანმრთელობის ხელშეწყობის და განათლების ფონდის“ დირექტორმა გიორგი მაღრაძემ.
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)