|
2018-11-27 16:41:16, 917 ნახვა
საზოგადოება
დევნილების მიერ შექმნილ 19 ამხანაგობას საერთო სარგებლობის ფართები დაუკანონდება
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, თბილისსა და ბათუმში, დევნილთა საცხოვრებელი 19 შენობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს საერთო სარგებლობის ფართები საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემათ. აღნიშნულ ობიექტებში, ჯამში, 750-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს, რომლებსაც სხვენები, სარდაფები, დერეფნები და სხვა საერთო სარგებლობის ფართები უკანონდებათ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე მცხოვრებ 57 დევნილ ოჯახს ესტუმრა და დაკანონების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ეს საკითხი დევნილებს წლების განმავლობაში აწუხებდათ, ქვეყნის მასშტაბით 400-მდე ობიექტია, სადაც 20 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი ცხოვრობს. მომავალში ყველა ობიექტის ამხანაგობას, რომელიც შესაბამის ნახაზს წარმოადგენს, საერთო სარგებლობის ფართები დაუკანონდება. საერთო სარგებლობის ფართების საკუთრებაში გადაცემის შემდეგ, ადგილობრივ მუნიციპალიტეტები, დევნილთა განსახლების ობიექტებში თავიანთ პროგრამებს უკვე სრულად განახორციელებენ. ობიექტების ჩამონათვალი: თბილისი, პოლიტკოვსკაიას ქ. N44 თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. N134ა თბილისი, ვარკეთილი-3, IIმ/რ, კორპუსი 20ა თბილისი, ფერაძის ქ N3, კორპუსი 2 თბილისი, თევდორე მღვდლის ქ.N13 თბილისი, გორგასლის ქუჩა, III შესახვევი, N3 თბილისი, ვეკუას N2 თბილისი, დავით გურამიშვილის გამზირი N70 (გურამიშვილის ჩიხი N9) თბილისი, ჩუბინაშვილის ქუჩა N30 თბილისი, გიგო ზაზიაშვილი ქ. N 13ბ თბილისი, გურამიშვილის გამზ. N70, კორპ 5 თბილისი, ზესტაფონის ქ. N 1 თბილისი, ხიზაბავრის ქ. N41 თბილისი, ბაქოს ქ. N 1ა თბილისი საბურთალო ქ. მიცკევიჩის ქ. N19 წყნეთი, თამარ მეფის ქუჩა წყნეთი, ერეკლე II ის ქ. N14 წყნეთი, გ. შერვაშიძის ქ.N18 ბათუმი, ლეონიძის ქ. N15
(NS)
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)