18:53 - 07 Jul, 2026
|
2018-11-27 15:20:46, 3062 ნახვა
მსოფლიო
ფაშინიანი: გაუგებარია თუ რატომ აწვდიან შეიარაღებას აზერბაიჯანს ის ქვეყნები, რომლებიც სომხეთის მოკავშირეები არიან
სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, გაუგებარია თუ რატომ აწვდიან შეიარაღებას აზერბაიჯანს ის ქვეყნები, რომლებიც სომხეთის მოკავშირეები არიან. ინფორმაციას Sputnik Armenia ავრცელებს. როგორც ფაშიანიანი აღნიშნავს, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრებმა უნდა გაარკვიონ სამოკავშირეო ვალდებულებები ერთმანეთთან მიმართებაში. „იცით რა ვალდებულებები გააჩნია ОДКБ-ს ჩვენს წინაშე და პირიქით. გაუგებარია თუ რატომ აწვდიან შეიარაღებას ბაქოს ის ქვეყნები, რომლებიც სომხეთის მოკავშირეები არიან. ბოლოს და ბოლოს უნდა გავერკვიოთ თუ ვისი იმედი შეიძლება გვქონდეს და ვისი - არა. გულწრფელად გვსურს ეს თემა ჩვენს მოკავშირეებთან განვიხილოთ“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)