|
2018-11-27 14:03:15, 1027 ნახვა
საზოგადოება
ბაღების მართვის სააგენტო: ბაღებში შეტანილი ხორცის არადამაკმაყოფილებელ ხარისხზე გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისის 180 საჯარო ბაგა-ბაღში შესული თითოეული სახეობის პროდუქტი აკმაყოფილებს სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებს, - ამის შესახებ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი. სააგენტოს ინფორმაციით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია თითქოს საბავშვო ბაღებში შესული ხორცი არადამაკმაყოფილებელი ხარისხისაა. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ რეპორტაჟს, რომელშიც საუბარი იყო საბავშვო ბაღებში შესული ხორცის არადამაკმაყოფილებელ ხარისხზე და პროდუქტის სტანდარტებთან შეუსაბამობაზე, რაც არის სიცრუე და კონკრეტული ინტერესების მქონე რამდენიმე პირის უსაფუძვლო ბრალდებებზე დამყარებული განცხადება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისის 180 საჯარო ბაგა-ბაღში შესული თითოეული სახეობის პროდუქტი აკმაყოფილებს სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებს, გადის ყველა მაკონტროლებლის მიერ კანონით დადგენილ შემოწმებას, არის ლაბორატორიულად შემოწმებული, სერტიფიცირებული და შესაბამისად, სრულიად უსაფრთხო და ჯანმრთელი პროდუქტი. ამასთან, საჯარო ბაღებში მუშაობს კვალიფიციური პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია კვების ბლოკის კონტროლზე და მათი მონიტორინგის გარეშე საბავშვო ბაღში არ ხვდება შეუსაბამო ხარისხის საკვები პროდუქტი. საბავშვო ბაღებში პერმანენტულ მონიტორინგს ახორციელებს უშუალოდ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის განყოფილება, რომლის მიერ გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, მიიღება კანონით გათვალისწინებული ზომები. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მომწოდებელი კომპანიისა თუ მისი კონტრაქტორების მიერ პროდუქტის წარმოება მუდმივად მოწმდება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, რაზეც საუბარი იყო ამავე რეპორტაჟში. ასევე გვინდა ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ რეპორტაჟის ავტორს არ მიუმართავს თბილისის მერიისთვის ან თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსათვის აღნიშნულ საკითხის განმარტების მიზნით. აშკარაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, „ანტიკორუფციული კავშირისა“ და „მონიტორინგის ცენტრის“ მიზანს წარმოადგენდა საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი აღსაზრდელების მშობლებში, პანიკის გამოწვევა. მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას და არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რაც ეხება ამ უაღრესად სენსიტიურ საკითხს, საბავშვო ბაღებს, აღსაზრდელების კვებას, გადაამოწმონ თბილისის მერიის ან საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან და არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)