|
2018-11-26 17:53:02, 1214 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო თანამეგობრობას შავი ზღვის დაცულობისკენ მოუწოდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინის ელჩს იგორ დოგლოვს შეხვდა და აზოვის ზღვაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უახლესი ინფორმაცია პირადად უკრაინელი დიპლომატისგან მოისმინა. გიორგი მარგველაშვილი კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას. პრეზიდენტმა საერთაშორისო თანამეგობრობას შავი ზღვის დაცულობის აუცილებლობისკენ მოუწოდა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქერჩის ყურეში განვითარებული მოვლენები უაღრესად საშიში ფაქტია და ადასტურებს, რომ რუსეთის მხრიდან ოკუპაცია ახალ ფორმებს იძენს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, „აზოვის ზღვაში წუხელ ღამით განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი პირველივე წუთიდან საქმის კურსშია და იღებს ინფორმაციას, თუ როგორ ვითარდება მოვლენები. ჩვენ ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ცხადია საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, რაც შეეხება მომხდარს, ეს არის უაღრესად საშიში ფაქტი. საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ გაუმახვილებია პარტნიორების ყურადღება შავი ზღვის დაცულობის აუცილებლობაზე. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინის მიმართ აღარ შემოიფარგლება მხოლოდ სახმელეთო ოპერაციებით, ოკუპაცია საფრთხეს უქმნის უკვე საერთაშორისო სანაოსნო მარშრუტებს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ტიპის ქმედებები იყოს აღკვეთილი და ეს იყოს განხილული არა როგორც ცალკეული პრეცედენტი, არამედ ნათლად იყოს დანახული ის საფრთხეები, რომლებიც იმალება ამ ქმედების უკან და რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის, როგორც საერთაშორისო სამართლის ძირითად საფუძვლებს, ისე კონკრეტულად ამ რეგიონში უსაფრთხოებას". უკრაინის ელჩთან გამართულ შეხვედრას პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი ესწრებოდნენ.
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის რეგიონში კიდევ ერთ ლოჯისტიკურ ცენტრს შეუტიეს
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ჯანდაცვის სამინისტრო: C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი საქართველოში 99%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)