|
2018-11-26 14:32:51, 2580 ნახვა
მსოფლიო
მიგრანტებმა აშშ-მექსიკის საზღვრის შტურმით აღება სცადეს - პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა [ვიდეო]
ცენტრალური ამერიკის თითქმის 500-მა მიგრანტმა აშშ-მექსიკის საზღვრის გადალახვა უკანონოდ სცადა, - ამის შესახებ DW იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, საზღვარზე მყოფმა ამერიკელმა სამართალდამცველებმა და სამხედროებმა მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მედიის ცნობით, შეტაკება მას შემდეგ მოხდა, რაც საზღვართან მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დროს, მიგრანტებმა გაიგეს, რომ მათ ამერიკაში შესვლაზე უარი ეთქვათ. ასობით ადამიანი საზღვრისკენ დაიძრა, მათ სამართალდამცველებს სხვადასხვა საგნები დაუშინეს და ამერიკაში გადასვლა სცადეს. ამის შემდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზის გამოყენებით მიგრანტების მოგერიება მოახერხა. გარდა ამისა, Associated Press იტყობინება, რომ დაპირისპირების დროს 39 მიგრანტი დააკავეს. ამერიკამ რამდენიმე საათის განმავლობაში სასაზღვრო გამშვები პუნქტი სან-დიეგოსა და ტიხუანას შორის ჩაკეტა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)