|
2018-11-26 13:58:50, 2406 ნახვა
მსოფლიო
პეტრო პოროშენკო რუსეთისგან უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებას მოითხოვს
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუსეთის ხელისუფლებისგან უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლება მოითხოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „მივმართავ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით დააკავეს და მათი ბედი უცნობია. მოვითხოვ, რომ უკანონოდ დაკავებული გემების დაბრუნებაც მოხდეს, რათა აზოვის ზღვაში სიტუაციის დეესკალაცია მოხდეს“, - ნათქვამია პოროშენკოს განცხადებაში. პოროშენკომ ხაზი გაუსვა იმას, რომ მოსკოვისგან პასუხს ელოდება. შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავდნენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვის მტკიცებით კი, უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერებს - „ბერდიანსკსა" და „ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა. თავის მხრივ, ევროკავშირმა და ნატო-მ რუსეთსა და უკრაინას სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდეს. გაერო-მ საგანგებო სხდომა ჩანიშნა, სადაც ქერჩის სრუტეში მომხდარი ფაქტის და სამომავლო გეგმების განხილვა მოხდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)