17:43 - 07 Jul, 2026
|
2018-11-26 12:57:40, 2374 ნახვა
მსოფლიო
ავღანეთში „თალიბანის“ თავდასხმას 22 პოლიციელი ემსხვერპლა
ავღანეთის პროვინცია ფარახში პოლიციელთა კოლონას დაჯგუფება "თალიბანი" დაესხა თავს, რის შედეგადაც სულ მცირე 22 სამართალდამცველი დაიღუპა, - ამის შესახებ Pajhwok იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად კიდევ ხუთმა პოლიციელმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მედიის ცნობით, 5 ავტომობილისგან შემდგარი კოლონა ლაშ ვა-ჯუვაინის მიმართულებით მოძრაობდა, სადაც პროვინციის პოლიციის ახალი ხელმძღვანელი უნდა წარედგინათ. თავდასხმის დროს ის დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)