|
2018-11-26 11:59:19, 2255 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის სამხედრო ძალები სრულ მზადყოფნაშია
უკრაინის სამხედრო ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ მიიღო. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პორო შენკომ საომარი მდგომარეობის გამოცხადებას დაუჭირა მხარი. მისი გადაწყვეტილება დასამტკიცებლად უმაღლეს რადას გადაეგზავნა. შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავდნენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვის მტკიცებით კი, უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერებს - „ბერდიანსკსა" და „ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა. საკითხთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს საგანგებო სხდომას გამართავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)