17:43 - 07 Jul, 2026
|
2018-11-25 15:09:20, 2795 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირის ლიდერებმა „ბრექსითი“ დაამტკიცეს
ევროკავშირის ლიდერებმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გეგმა დაამტკიცეს. ამის შესახებ „ტვიტერის“ პირად გვერდზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა დაწერა. „ევროკავშირის 27 წევრმა ქვეყანამ დაამტკიცა შეთანხმება და პოლიტიკური დეკლარაცია ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის მომავალი ურთიერთობის შესახებ“, - წერს ტუსკი. ევროკავშირის ლიდერებმა შეთანხმებაზე მსჯელობას სულ 40 წუთი მოანდომეს. თუმცა, ევროპელი ლიდერების თანხმობა არ ნიშნავს, რომ სამოქმედო გეგმა ძალაში შედის. ევროკავშირის ლიდერების სამიტის შემდეგ, „ბრექსითის“ შესახებ გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა და დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა უნდა დაამტკიცონ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)