17:43 - 07 Jul, 2026
|
2018-11-24 11:41:21, 2879 ნახვა
მსოფლიო
სირიაში ცნობილი ჟურნალისტი და აქტივისტი მოკლეს
სირიის პროვინცია იდლიბში ცნობილი რადიოწამყვანი და სამოქალაქო აქტივისტი რაედ ფარესი მოკლეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ჟურნალისტს შეიარაღებული პირი ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ კაფრანბელში დაესხა თავს. მედიის ცნობით, ჟურნალისტი დამოუკიდებელი რადიო სადგურის, Fresh-ის დამფუძნებელია, რომელიც მეამბოხეების კონტროლქვეშ მყოფ რეგიონში მაუწყებლობდა. რაედ ფარესი და მისი რადიო წარსულში ჯიჰადისტების სამიზნე იყო. ფარესის რადიო 2014 წელს „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა დაარბიეს, 2016 წელს კი ფარესი ალ-ქაიდასთან დაახლოებულმა დაჯგუფებამ „ნუსრას ფრონტმა“ დააკავა. ამის მიუხედავად ფარესს საქმიანობა არ შეუწყვეტია. ის ამბობდა, რომ ხალხისთვის ბრძოლას ყველაფრის მიუხედავად გააგრძელებდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)