|
2018-11-23 18:44:41, 1534 ნახვა
პოლიტიკა
„არა ნაცმოძრაობას! არა ამათ ნამსხვრევებს!“ - ბათუმში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა აქცია გამართეს
„არა ნაციონალურ მოძრაობას!“ - ამ ლოზუნგით შეიკრიბნენ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები და მათი მხარდამჭერები ბათუმში ევროპის მოედანზე. „პატრიოტთა ალიანსი“ მხარდამჭერებს არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემას „ქართული ოცნების“ კანდიდატისთვის მოუწოდებდა. „ჩვენ ვამბობთ მკაფიოდ, „არა“ წარსულში დაბრუნებას!, „არა“ სააკაშვილ-ბოკერიების რეჟიმს!, “არა“ ძალადობას და ტერორს! და უამრავი ადამიანი საქართველოში უერთდება ამ მოწოდებას, როგორც თქვენ ნახეთ და კიდევ ნახავთ მომავალში“ - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრი ირმა ინაშვილი. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი აქციის მთავარ გზავნილად ნაცმოძრაობის წევრების დასჯას ასახელებს. „არა“ ნაცმოძრაობას! „არა“ ამათ ნამსხვრევებს! ვითომ ევროპულ მოძრაობას და საერთოდ, ამ ხალხს „არა“ და საერთოდ, დაისაჯოს ეს ხალხი! ესაა მთავარი გზავნილი!" - აცხადებს თარხან-მოურავი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)