17:43 - 07 Jul, 2026
|
2018-11-23 16:22:19, 2859 ნახვა
მსოფლიო
ტერაქტი ავღანეთში - დაიღუპა 26 ადამიანი
ავღანეთში ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქება ხოსტის პროვინციაში, მეჩეთში მოხდა, რომელიც ერთ-ერთ სამხედრო ბაზასთან მდებარეობს. ტერაქტის შედეგად კიდევ 50 ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მედიის ცნობით, აფეთქება სავარაუდოდ თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია, ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ თავდასხმა "თალიბანმა" მოაწყო. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)