17:43 - 07 Jul, 2026
|
2018-11-23 13:34:56, 2259 ნახვა
მსოფლიო
პაკისტანში აფეთქებას 30 ადამიანი ემსხვერპლა
პაკისტანში აფეთქების შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი კი, დაშავდა, - ამის შესახებ Geo Tv იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 3 ბავშვია. აფეთქება რელიგიურ სასწავლებელთან მოხდა. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყეს. მათივე თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც მოტოციკლზე იყო დამონტაჟებული, დისტანციურად აამოქმედეს. მანამდე პაკისტანის ქალაქ კარაჩიში კიდევ ერთ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. 3 შეირაღებული პირი ჩინეთის საელჩოს დაესხა თავს. სროლის დროს 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 პოლიციელია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)