|
2018-11-22 15:14:40, 927 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავამ და ლიეტუვას გარემოს დაცვის მინისტრმა დევნილთა დასახლებაში ენერგოეფექტურობის პროექტი გახსნეს
ფრეზეთში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ და ლიეტუვას გარემოს დაცვის მინისტრმა კესტუტის ნავიცკასმა ლენტის გაჭრის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ლიეტუვას მთავრობის მიერ დაფინანსებული განახლებადი ენერგიების პროექტის დასრულებას შეეხებოდა. ფრეზეთში 1000 მოსახლე ცხოვრობს. დასახლების ერთ სახლში, საშუალოდ, ზამთრის პერიოდში 200 კვტსთ ელექტროენერგიას მოიხმარენ, ხოლო 74 სახლში საერთოდ არ მოიხმარენ ელექტროენერგიას. ლიეტუვას მთავრობის პროექტით ფრეზეთში 11,6 კვტ სიმძლავრის მზის ენერგიაზე მომუშავე ფოტოვოლტაიკური სისტემა დამონტაჟდა, რომლითაც დასახლების 2 საჯარო დანიშნულების შენობა, მათ შორის, საბავშვო ბაღი აღნიშნული სისტემის მიერ მიღებულ ელექტროენერგიას მიიღებს. „ფოტოვოლტაიკური სისტემები, ე.წ. მზის პანელები მზის ენერგიას გარდაქმნის ელექტროენერგიად და უფასოდ მიაწვდის დასახლებაში არსებულ საბავშვო ბაღს და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებს. ამ პროექტს აქვს ორი მთავარი მახასიათებელი. ჯერ ერთი, მოხდება მწვანე ენერგიის გამომუშავება, მეორეც, ენერგია უსასყიდლოდ მიეწოდება მოსახლეობას, რაც მნიშვნელოვანი სოციალური სარგებელია," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა 2019 წელს ენერგოეფექტურობის პროგრამების განხორციელებას გეგმავს. ასევე გათვალისწინებულია უშუქო სოფლების პროგრამის გატარება, რომელსაც მთავრობა ევროკავშირის დახმარებით განახორციელებს. „ეს უმნიშვნელოვანესი პროექტია, ვინაიდან ორი კომპონენტისგან შედგება: ის ემსახურება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზიანის შემცირებას და, შესაბამისად, მდგრადი განვითრების კონტექსტი აქვს და, იმავდროულად, იგი სოციალურ თემასაც ეხმიანება. ეს მცირემასშტაბიანი პროექტია და უფრო სიმბოლური დატვირთვა აქვს. ვიმედოვნებთ, მომავალში ენერგოეფექტურობის მიმართულებით უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ და უფრო ფართომასშტაბიან პროექტებს განვახორციელებთ," - განაცხადა ლიეტუვას გარემოს დაცვის მინისტრმა კესტუტის ნავიცკასმა. ფრეზეთში ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო ელჩი, კოორდინატორი აღმოსავლეთის პარტნიორობის საკითხებში, სიმონას შატუნასი, ლიეტუვას ელჩი საქართველოში გიედრიუს პეოჯუნასი, ასეევ ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ ლიეტუვას პროექტი წარმოდგენილი იქნა 2018 წლის იანვარში ლიეტუვას პრემიერ-მინისტრის საულიუს სკვერნელისის საქართველოში ვიზიტის დროს. მისი მიზანი იყო იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, აგრეთვე ლიეტუვასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ინსტრუმენტების გამოყენება.
(NS)
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)