17:43 - 07 Jul, 2026
|
2018-11-22 14:56:01, 2440 ნახვა
მსოფლიო
გრუ-ს ხელმძღვანელი იგორ კორობოვი გარდაიცვალა
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი იგორ კორობოვი გარდაიცვალა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, 62 წლის კორობოვის გარდაცვალების მიზეზად "მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობა" დასახელდა. მედიის ცნობით, ის გრუ-ს 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა. ცნობისთვის, აღნიშნული უწყება მსოფლიო სკანდალში არა ერთხელ გახვეულა, მათ შორის სოლსბერიში იულია და სერგეი სკრიპალების მოწამვლის საქმეშიც ფიგურირებდა. მაშინ დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს სკრიპალებზე თავდასხმაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ტავდასხმა სწორედ გრუ-ს მიერ იყო ორგანიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)