10:45 - 28 Jul, 2026
|
2018-11-22 11:35:20, 1395 ნახვა
პოლიტიკა
„აქ უნდა იდგეს ნებისმიერი მომავალი პრეზიდენტი“ - ზურაბიშვილი სასამართლოში ფოტოგრაფების პროცესზე დასასწრებად მივიდა
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმის განხილვაზე, მის ვაჟთან ერთად საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა. "სოლიდარობა არის ელემენტარული ადამიანური გრძნობა, რომელიც აუცილებელია საზოგადოებაში. სოლიდარობა თუ არ არის, საზოგადოება ვერ შედგება. დღეს მთავარი ის არის, რომ სამართლიანობის აღდგენა არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება საზოგადოებას იმისთვის, რომ დაწყნარდეს, იმისთვის, რომ მშვიდობა განვითარდეს. ეს არის სიმბოლური დღე. დღეს წყდება წარსულთან იმ ფურცლის გადაშლა და დამთავრება. აქ უნდა იდგეს საქართველოს ნებისმიერი მომავალი პრეზიდენტი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)