|
2015-01-21 12:30:59, 2119 ნახვა
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: იური ვაზაგაშვილი გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა
არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარის ნანა კაკაბაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში იური ვაზაგაშვილის ინიციატივით, ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და ვაზაგაშვილს შორის შეხვედრა გაიმართა. კაკაბაძისთვის შეხვედრის დეტალები უცნობია, თუმცა აცხადებს, რომ იური ვაზაგაშვილი შეხვედრით კმაყოფილი იყო. რაც შეეხებ იმას, ჩაერთვება თუ არა ორგანზიაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" აქციებში, კაკაბაძემ განაცხადა, რომ აქციებს იმ შემთხვევაში გამართავენ, თუკი ხელისუფლება იური ვაზაგაშვილის დაღუპვის საქმეზე გამოძიების შედეგებს დროულად არ დადებს. "მას შეხვედრა ჰქონდა რამოდენიმე დღით ადრე ბიძინა ივანიშვილთან.შეხვედრის შედეგები ჩემთვის ცნობილი არაა. მხოლოდ ვიცი რომ ჰქონდა შეხვედრა და კმაყოფილი იყო. დაკრძალვამდე არაფერი არ იგეგმება და დაკრძალვიდან ინტენსიურად მივყვებით იმ პროცესს, რასაც საქმის გამოშიება ჰქვია. იქნება აქციებიც, მთავარია, როგორი პოზიცია ექნება ხელისუფლებას. თუ ხელისუფლება არ იქნება ადეკვატური, მაშინ საზოგადოება მას აიძულებს, რომ გახდეს ადეკვატური",-განაცხადა ნანა კაკაბაძემ. შეგახსენებთ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის, საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ის ააფეთქეს.ყარაფილას სასაფლაოზე, სამართალდამცავები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ადგილზე ამ დროისთვისაც მობილიზებული არიან ექსპერტ კრიმინალისტები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)