10:45 - 28 Jul, 2026
|
2018-11-21 18:26:54, 1314 ნახვა
პოლიტიკა
ჟან კლოდ იუნკერი: საქართველოს და ევრიპის ბედი ერთმანეთთან არის დაკავშირებული
ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან კლოდ იუნკერის განაცხადებით, დღევანდელი შეხვედრა ადასტურებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროპისთვის საქართველოსთან პარტნიორობა. იუნკერის თქმით, საქართველოს მზაობა, რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია გააღრმავოს, წინგადადგმული ნაბიჯია. "ეს არის ხანგრძლივი პარტნიორობა როგორც კულტურულად, ისე გეოგრაფიულად. როდესაც პირველად საქართველოში მიმდინარე წელს, 26 მაისს ვიყავი, ჩემთვის დიდი პატივი იყო მენახა ქართველი ხალხის სიმამაცე და ამბიციები. მაშინ ვთქვი, რომ ჩვენი ბედი და მომავალი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. საქართველოს მზაობა, რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია გააღრმავოს, წინგადადგმული დიდი ნაბიჯია. რაც უფრო მეტ რეფორმას ატარებს ქვეყანა, მით უფრო დიდია ჩვენი მხარდაჭერა", - განაცხადა ჟან კლოდ იუნკერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)