|
2018-11-19 10:59:34, 589 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე მეზღვაურთა კონფერენციას დაესწრო
ქართველ მეზღვაურთა ყველაზე მსხვილმა დამსაქმებელმა კომპანია Columbia Shipmanagement-მა ბათუმში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე შეკრებილ მაღალი რანგის მეზღვაურებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მიესალმა. რეგიონის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საზღვაო სფეროს მნიშვნელობაზე და მეზღვაურთა როლზე რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში. თორნიკე რიჟვაძემ მადლობა გადაუხადა Columbia Shipmanagement-ის ხელმძღვანელ პირებს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის, რომელსაც ქართველი მეზღვაურების საზღვაო პრაქტიკისა და დასაქმების კუთხით იჩენენ. ,,აჭარის მთავრობა მაქსიმალურად უწყობს ხელს საზღვაო დარგში განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას, საზღვაო აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას. დღეს, შეიძლება ითქვას, მეზღვაურის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მიმზიდველია ჩვენი რეგიონის ახალგაზრდებისთვის. არანაკლებ მნიშვნელოვანია განათლების შემდგომი ეტაპი - საზღვაო პრაქტიკა და დასაქმება, რა მიმართულებითაც გვყავს ისეთი განსაკუთრებული და ერთგული პარტნიორი, როგორიცაა Columbia Shipmanagement-ი. მჯერა, თანამშრომლობა, რომელიც მსოფლიოში ამ უმსხვილეს კომპანიას სახელმწიფო ინსტიტუციებთან და საგანმანათლებლო სექტორთან აკავშირებს, მომავალში იქნება კიდევ უფრო წარმატებული და ნაყოფიერი"- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. მსოფლიოში ცნობილი გემების მენეჯმენტის კომპანია Columbia Shipmanagement 1999 წლიდან ქართველი მეზღვაურების ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)