|
2018-11-15 14:26:03, 2619 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთში, Brexit-ის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, დომინიკ რააბი თანამდებობიდან გადადგა, - ამის შესახებ მან Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. "არ შემიძლია სუფთა სინდისით დავუჭირო მხარი იმ პირობებს, რომლებიც ევროკავშირთან შეთანხმებაში წერია", - წერს დომინიკ რააბი. მან გადადგომის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეიუს უკვე მიმართა და სოციალურ ქსელში შესაბამისი დოკუმენტიც გამოაქვეყნდა. ცნობისთვის, Brexit-ის გამო თანამდებობა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა 9 ივლისს დატოვა, ხოლო მისმა ძმამ ჯო ჯონსონმა ტრანსპორტის მინისტრის პოსტი 9 ნოემბერს დატოვა. დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი მრავალთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, Brexit-ის დოკუმენტის ტექსტზე 14 ნოემბერს შეთანხმდნენ. შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობას უნდა მიეღო გადაწყვეტილება, სურდა თუ არა ევროკავშირის დატოვება, ან გაერთიანებაში დარჩენა. რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ - 51.9%-მა მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლას, ხოლო 48.1% საერთაშორისო ორგანიზაციიდან გასვლის წინააღმდეგი იყო. მიმდინარე წლის 29 მარტს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ევროსაბჭოს ხელმძღვანელს დონალდ ტუსკს წერილი გაუგზავნა, სადაც აცნობა, რომ დაწყებულია ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ევროგაერთიანებიდან 2019 წლის 29 მარტს უნდა გამოვიდეს. თუმცა, არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი, ვინაიდან 50-ე მუხლი 2009 წელს შეიქმნა და ის ამ დრომდე არავის გამოუყენებია. Brexit-ის დასასრულებლად საჭიროა, რომ შესაბამისი შეთანხმება 27 ქვეყნის ეროვნულ პარლამენტებშიც შედგეს, რასაც, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი დასჭირდება.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)